ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარული დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების წინადადებით ბიუროს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების წინადადებით მიმართავს.

„პარლამენტის ბიუროს წინაშე წარვადგინე წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი. როგორც მოგეხსენებათ, 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოცხადდა სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის სულისჩამდგმელი იყო ზვიად გამსახურდია, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, პარლამენტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ამ მოვლენების გათვალიწინებით და სიმბოლოების პატივისცემის ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევიდე შესაბამისი ინიციატივით ბიუროს წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ბიურო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უკვე უახლოეს სხდომაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 62 times, 1 visit(s) today