ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე პოლონელ კოლეგას, სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილება იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეასა და სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

Visited 69 times, 1 visit(s) today