ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვარშავაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძე და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მიიღო. შეხვედრაზე ეროვნული პარლამენტების როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძე 17-20 მაისს ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

Visited 114 times, 1 visit(s) today