ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შედგეს საერთო კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი სტრასბურგში ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ჩავერთოთ ამ კონსულტაციებში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 144 times, 1 visit(s) today