ირაკლი კობახიძე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ბალეკა მბეტესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხარეს, რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბალეკა მბეტეს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველო-სამხრეთ აფრიკის მეგობრული კავშირების განმტკიცების პროცესში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის მზაობა დაადასტურა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Visited 171 times, 1 visit(s) today