ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს.
იანოშ ჰერმანის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 168 times, 1 visit(s) today