ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

„განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოვთქვით, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაშიც დარწმუნებული ვართ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 137 times, 1 visit(s) today