ირაკლი კობახიძე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონმდებლობაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და მათი იმპლემენტაციის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, გაერთიანების ახალ ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.

Visited 119 times, 1 visit(s) today