ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში – ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში – ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში – ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში – ზურაბ ხამაშურიძესთან. ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Visited 16 times, 1 visit(s) today