ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოების განსაკუთრებულ წვლილს გაუსვეს ხაზი. სერბეთის პატრიარქმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
ირაკლი კობახიძემ პატრიარქ ირინეოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილი საჩუქარი – ხარების ხატი გადასცა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, სერბეთის პატრიარქმა საპარლამენტო დელეგაცია დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

Visited 126 times, 1 visit(s) today