ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება.
საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც. აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.
მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.

Visited 111 times, 1 visit(s) today