ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მარზუკ ალ გჰანიმს შეხვდა. ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ქართველი კოლეგა ქუვეითში მიიწვია. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საპარლამენტთაშორისო კავშირებია. შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე და ამ ფორმატში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ მარზუკ ალ გჰანიმს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემო და საგადასახადო სისტემა, ასევე, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

Visited 152 times, 1 visit(s) today