ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, იაროსლავ კუბერას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე გაამახვილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხ კოლეგას ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. იაროსლავ კუბერას განცხადებით, ჩეხეთი დაინტერესებულია აღნიშნული კუთხით, ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით. სენატის მარშალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ჩეხეთში მიიწვია. იაროსლავ კუბერამ ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

Visited 108 times, 1 visit(s) today