ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დაესწრო პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის – „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაციას.

ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა. წიგნი ავტორის მონოგრაფიათა სერიის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომელთათვის და სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებიც მუშაობენ მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაზე.

Visited 260 times, 1 visit(s) today