ირაკლი მატკავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და მინისტრის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაგი ბუაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მთის კურორტების განვითარების კუთხით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
საფრანგეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეებს ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ფრანგულ კომპანიებს მთის კურორტების განვითარების კუთხით გააჩნია.

Visited 349 times, 1 visit(s) today