ირაკლი ტაბაღუამ თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელი მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავდასხმის შედეგად დაშავებული რუსთაველი პოლიციელი მიხეილ ბოკელავაძე მოინახულა. ქალაქის მერი მიხეილ ბოკელავაძეს, რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, თამაზ მეშველაშვილთან ერთად სახლში ესტუმრა და გამოჯანმრთელება უსურვა. ირაკლი ტაბაღუამ ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა 3 კვირის წინ მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

Visited 282 times, 1 visit(s) today