ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურული სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ქალაქის მერი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა, მოისმინა პრობლემები და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდა.
ირაკლი ტაბაღუა დღის განმავლობაში, რუსთავში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს პირადად დაათვალიერებს.
2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავის სხვადასხვა უბანში, დაზიანებული გზებისა და შიდა ეზოების საფარის, სანიაღვრე ქსელების, გარე განათების სისტემისა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენდება ახალი სპორტული მინი მოედნები, უკვე არსებულ სტადიონებს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება.
პარალელურად, აქტიურად გრძელდება ცურტაველის ქუჩაზე #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ორსართულიან შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.
2017 წელს, რუსთავში, ჯამში, 11, 5 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის, 8 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.

Visited 163 times, 1 visit(s) today