ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლამისთან და დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები. მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, საიდანაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ბანკის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა პროექტების შესრულების პროგრესს და იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგების, საგზაო, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა რეგიონების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის ტრანსპორტის მიმართულების უფროსი სპეციალისტი ზაიღამ ნაქვი.

Visited 33 times, 1 visit(s) today