ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომფსონს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომფსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესი. მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. რეიჩელ ტომფსონმა, რომელიც აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეტი პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კამილ ბოუმედი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.

Visited 55 times, 1 visit(s) today