ირაკლი ქარსელაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს, შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე. ასევე, იმსჯელეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის ფორმატსა და მიმართულებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი, ანა კალანდაძე.

Visited 57 times, 1 visit(s) today