ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტე მენდესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სამომავლო გეგმებზე. ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე და „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“-ით დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. საუბარი შეეხო როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარეობასა და გეგმებს. ლატვიის ელჩმა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების დინამიკა და დასახული გეგმები საქართველოს ევროინტეგრაციისათვის წარმატებულ ძალისხმევად შეაფასა. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

Visited 28 times, 1 visit(s) today