ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ. პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერებმა უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ასევე დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო. ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უნგრეთის დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

Visited 40 times, 1 visit(s) today