ირაკლი ღარიბაშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა. პრემიერი სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ. პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი.

Visited 97 times, 1 visit(s) today