ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერი ექიმებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მიმდინარეობს იმუნიზაცია რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციაზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში, ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან პანდემიის საბოლოოდ დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

Visited 60 times, 1 visit(s) today