ირაკლი ღარიბაშვილი მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – რობერტ აბელას შეხვდა.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტას რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს და გამოთქვეს ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მზაობა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგისთვის პოზიტიური სტიმულის მისაცემად მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მნიშვნელოვანია.

Visited 33 times, 1 visit(s) today