ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. პრემიერი კიდევ ერთხელ მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია. შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, აგრეთვე აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს გაეგზავნა.

Visited 43 times, 1 visit(s) today