ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი. არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა.

Visited 12 times, 1 visit(s) today