ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

Visited 63 times, 1 visit(s) today