ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის უწყებათაშორის ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ. როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება. სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Visited 37 times, 1 visit(s) today