ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ანიკა სოდერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს დელეგაციის და საქართველოს პროკრატურის წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

Visited 61 times, 1 visit(s) today