ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, თბილისში სასწავლო ვიზიტით მყოფ “სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის” (CAPS) კურსდამთავრებულებს შეხვდა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. დელეგაციის წევრები თბილისს საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმირების შესწავლისა და ადგილზე გაცნობის მიზნით ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სამთავრობო და არასათავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ასევე, იუსტიციის სახლის, ქ. რუსთავში მდებარე შსს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა“ (CAPS) 2014 წელს ქალაქ კიევში დაარსდა. იგი წარმოადგენს თანამედროვე სასწავლო ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობის მომზადებას, უკრაინაში მიმდინარე რეფორმებისთვის ხელის შეწყობასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.