ირაკლი ჯიქია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ილი პერცლიკს შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. ილი პერცლიკმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორს რეგიონისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სამომავლო თანამშრომლობის გეგმა გააცნო. ირაკლი ჯიქიამ ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც ვიცე-გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონში ყველა პირობა არსებობს მხარეებს შორის სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისათვის. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებაზეც ისაუბრეს, რაც ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩეხეთის მხარე საქართველოში ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთიდან ჩამოსული ბიზნესკომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Visited 395 times, 1 visit(s) today