ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანას და პარტნიორს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით ვიზალიბერალიზაციის კამპანიის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ნებისმიერ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოვახდინოთ პრევენცია“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა ისლანდიის რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 19 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე როგორც საქართველოს, ისე ისლანდიის მხარიდან. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

Visited 130 times, 1 visit(s) today