ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ჩოხატაურში იმყოფებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ჩოხატაურში იმყოფებოდა. ელჩი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს დაესწრნენ. ტურნირი მუნიციპალიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მეხუთე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “SHALOM CLUB GURIA”-ს ინიციატივით, ისრაელის საელჩოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრში გამარჯვებული სპორტსმენები ისრაელის ელჩმა, მხარისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. მხარეებმა, სამხატვრო სკოლაში ქართულ-ებრაული ურთიერთობების თემაზე შესრულებული საბავშვო გამოფენა დაათვალიერეს და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტსაც დაესწრნენ.

Visited 157 times, 1 visit(s) today