ის ხალხი გამომეხმაუროს, ვინც ძალადობის თემაზე საუბრისას დროის ათვლას არ იწყებთ 2012 წლამდე

გთხოვთ, ის ხალხი გამომეხმაუროთ, ვინც ძალადობის თემაზე საუბრისას დროის ათვლას არ იწყებთ – 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელმაც კოლეგებს “ზონდერობის” წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი მექანიზმების შექმნა შესთავაზა.
“გთხოვთ, ის ხალხი გამომეხმაუროთ, ვინც ამ თემაზე საუბრისას დროის ათვლას არ იწყებთ – 2012 წლის შემდეგ თუ 2012 წლამდე, 2012 წლის ზაფხულში, ვინ რამდენს გვცემდა, გვირტყამდა და გვიტაცებდა, 2014-ში დაიწყო თუ არ დაიწყო. გთხოვთ გამომეხმაუროთ ის ხალხი, ვინც ამ მოვლენას გმობთ, მიუხედავად იმისა, ვინ სჩადოდა, იყო ეს 2012 წლამდე, თუ 2016-ში ხდება“, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

Visited 139 times, 1 visit(s) today