იურიდიულ საკითხთა კომისიაზე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე იმსჯელეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირინა ჭეიშვილის დანიშვნის საკითხი განიხილეს.
ჭეიშვილის კანდიდატურა დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა.
როგორც თევდორე კობახიძემ აღნიშნა, ირინა ჭეიშვილს თბილისის მერიის სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის დღესაც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ირინა ჭეიშვილს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
წარმოდგენილ კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირინა ჭეიშვილის კანდიდატურის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

Visited 134 times, 1 visit(s) today