იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები

მამუკა ბახტაძე: “პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვისმინეთ და გვქონდა შინაარსიანი საუბრები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემს გვერდით არიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც დაფიქსირებულია ჩვენს პროგრამაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან.
ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.
მოგმართავთ პარლამენტის ყველა წევრს, დაგვიჭიროთ მხარი და ნდობა გამოუცხადოთ აქ წარმოდგენილ გუნდს.
ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ხვალიდან შეუდგება ახალი გუნდი საქმიანობას, რადგან წინ ბევრი სასიკეთო და საინტერესო საქმე გვაქვს გასაკეთებელი. იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!”

Visited 148 times, 1 visit(s) today