იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, კომისია 500-მდე დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესასყიდი სახლის წარმოდგენისათვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება. 2022-2024 წლებში, სააგენტო სოფლად სახლს იძულებით გადაადგილებულ 5000 ოჯახს შეუსყიდის.

Visited 55 times, 1 visit(s) today