კაიაკინგის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 8-10 მაისს გაიმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„BZHUZHA RACE“ 2019 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც 2018 წლიდან EKEC-ის წევრი გახდა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მდ. ბჟუჟზე, მიმდინარე წლის 8-10 მაისს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წელს პირველად, კაიაკინგის ჩემპიონატს სპონსორობას კომპანია “Red Bull”-ი გაუწევს, ის ასევე ჩართული იქნება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რაც „BZHUZHA RACE“-ს კიდევ უფრო დიდი მასშტაბებს შესძენს.

Visited 82 times, 1 visit(s) today