კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა შარტავადან პეკინის მიმართულებით იქნება შესაძლებელი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული. კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ – ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტისთვის გაიხსნა. კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის ძველი სქემით ამოქმედება ამ ღონისძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს შარტავას ქუჩასა და ჟვანიას მოედანს ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს.

Visited 164 times, 1 visit(s) today