კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლო გახდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას – ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება.

Visited 200 times, 1 visit(s) today