კამპანიას ,,ნუ მოჭრი-მორთე” ბაგა-ბაღების აღსაზრდელები შეუერთდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანია – „ნუ მოჭრი – მორთე“ დაიწყო. კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. დღეს, კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა, თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, ალექსანდროვის ბაღში ნაძვის ხე მორთეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. აღნიშნულ კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

Visited 140 times, 1 visit(s) today