კაპანახჩასა და პირველ ქესალოში შიდა გზებზე სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაპანახჩასა და პირველ ქესალოში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, სადაც ათეული წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
ადგილობრივებს გზებზე არსებული ვითარება უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ორივე სოფლის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას.
,,ავტომაგისტრალებსა და ცენტრალურ გზებთან ერთად, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის რაიონებსა და სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციის თემა. სოფლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაზე მილიონობით ლარი იხარჯება. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში, რათა მოვაწესრიგოთ ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Visited 120 times, 1 visit(s) today