კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელ გზას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წელი, ხარაგაულისთვის საამაყო პიროვნების, ქართველი ასტრონომის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ევგენი ხარაძის საიუბილეო წელია.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელს და მის უცვლელ ხელმძღვანელს ევგენი ხარაძეს წელს 110 წელი შეუსრულდებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, აკადემიკოსის იუბილესთან დაკავშირებით, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელ გზას.
პროექტის ფარგლებში მობეტონდება 1 კმ-იანი გზის მონაკვეთი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის გასწორებითი სამუშაოები და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ნოკოლოზ თოფურიძის განცხადებით, დასრულებული პროექტის გახსნა, ფარცხნალში, ევგენი ხარაძის სახლის ეზოში ღონისძიებით აღინიშნება.
პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდი 176 124 ლარს დახარჯავს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ია.

Visited 211 times, 1 visit(s) today