კარიერის უბანში არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კარიერის უბანში არხის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით საქართველოს მელიორაციის სამსახური აწარმოებს.
საქართველოს მელიორაციის სამსახურის მიერ გასულ წელს 11 280 გრძივი მეტრი არხი გაიწმინდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად 220 ჰექტარ ტერიტორიას უხვი ნალექის დროს დატბორვა აღარ ემუქრება. საერთო ჯამში არხები გაიწმინდა 8 00 ჰექტარზე, დარჩენილია 3 000 ჰექტარი, რომელთა გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში მდინარე აჭყვას კალაპოტის გაწმნდითი სამუშაოები დაიწყება.

Visited 140 times, 1 visit(s) today