კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპში მდებარე სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღრეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შენობაში იგეგმება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობების შეცვლა, მოეწყობა სველი წერტილები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჭერი, იატაკი, კიბეები და ცენტრალური გათბობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის დასრულება კი მიმდინარე წელს იგეგმება. სამუსიკო სკოლაში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც მუსიკასთან ერთად სხვა სახელოვნებო მიმართულებებსაც ეუფლებიან. სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

Visited 46 times, 1 visit(s) today