კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამ სოფელში – კაჩაგანში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ხანჯიგაზლოში 6000 მ/ კვ (1, 200 მ/ გრ) მოცულობის გზის რეაბილიტაცია ასფალტ– ბეტონის დაფარით. სოფელ თაქალოში 7200 მ/კვ ( 1, 580 გრ/მ), ხოლო სოფელ კაჩაგანში 6300 მ/კვ (1, 100 გრ/მ) მოცულობის ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პროექტზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი.

აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც გამოიყო 739 000 ლარი.

Visited 128 times, 1 visit(s) today