კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და მას შ.პ.ს “იბერი” ასრულებს. მთლიანად მოასფალტდება 4100 მეტრი სიგრძის გზა, 112 მეტრზე გაიწმინდება სანიაღვრე, 942 მეტრზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის სანიაღვრე და 547 მეტრზე _ ბორდიური.

Visited 304 times, 1 visit(s) today