კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. დიდუბის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე იბრძოლებენ. კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფასადებსა და აბრებზე ქართული ანბანის გამოყენებას მიექცევა. ამ კონტექსტში მან განახლებული აღმაშენებლის გამზირის მაგალითი დაასახელა.
„ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

Visited 96 times, 1 visit(s) today