კახა კალაძემ მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი” დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძე:
“მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა.
ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა”.

Visited 204 times, 1 visit(s) today